|
2021-06-15 16:10:49, 1256 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალების მეთაურმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა
დღეს სამხედრო პოლიციის დღეა. სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ბაზაზე გაიმართა. სიტყვით მიმართვისას გენერალმა თავდაცვის ძალებში სამხედრო პოლიციის კომპონენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ განხორციელებული რეფორმებისა და მოდერნიზაციის შედეგად სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი ნატოსთან თავსებად სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა, რომელიც მხარს უჭერს სამანევრო ქვედანაყოფებს როგორც დისციპლინის, ასევე საბრძოლო ამოცანის შესრულებაში. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამსახურებრივი საშტატო იარაღით მასტერ-სერჟანტი კახა ფარჯიანი დაკისრებული ამოცანების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულებისთვის დააჯილდოვა. ხოლო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ბუბუნაურმა პოლიციელებს უწყებრივი მედალი „გენერალი კვინიტაძე“ საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის გადასცა. სერჟანტთა კატეგორია კი, მედლით „გიორგი ანწუხელიძე“ თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა დააჯილდოვა. დღესვე სამხედრო პოლიციის პირადმა შემადგენლობამ საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მადლობის სიგელები მიიღეს. სამხედრო პოლიციის განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ერთ-ერთი ინიციატივაა. ამ მხრივ სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფები აქტიურად თანამშრომლობენ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო პოლიცის ქვედანაყოფებთან და ურთიერთთავსებადობის ამაღლების მიზნით ერთობლივ სწავლებებს გადიან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციასა და ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონს (MNMPBAT) შორის პარტნიორობის შეთანხმებაა გაფორმებული, რაც სამხედრო პოლიციის ისტორიის მანძილზე უპრეცედენტოა. პარტნიორობა 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს სამხედრო პოლიციის ოცეულის ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის სრული წევრობისთვის (Participant Status) მომზადებას ისახავს მიზნად. პარტნიორობის შეთანხმება ხელს უწყობს სამხედრო პოლიციის ბატალიონების, როგორც ნატო-სთან აფილირებული ქვედანაყოფების განვითარებას, რაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსაზღვრულ სამხედრო პოლიციის ინიციატივის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. შეთანხმება ცალსახად წარმოაჩენს უფრო მეტი საქართველოს არსებობას ნატოში, რაც სამხედრო პოლიციის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს და ნატო-სთან თავსებადობას გააღრმავებს.
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
შინაგან საქმეთა სამინისტრო: გორში მომხდარ ცემაში მონაწილე პოლიციელები საქართველოდან არ წასულან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)