2021-06-15 15:29:56, 2038 ნახვა
ომი უკრაინაში
პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ ინდური შტამის 18 დადასტურებული შემთხვევაა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ე.წ ინდური შტამის 18 დადასტურებული შემთხვევაა.
პაატა იმნაძის ინფორმაციით, ინფიცირებულები ძირითადად საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც უცხოეთიდან ბრუნდებიან.
„18 შემთხვევა არის დღეისათვის დადასტურებული, ეს ნიშნავს, რომ ის, რაც დღეს არის წამყვანი შტამი, ე.წ ბრიტანული, იწყებს უკვე გავრცელებას ე.წ ინდური შტამიც. ჩვენთანაც მატულობს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა, ეს არის ძირითადად ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ბრუნდებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან