|
2021-06-15 14:55:29, 966 ნახვა
კომენტარი
ფინანსთა მინისტრის მოადგილე - „ოქროს სიის" გაუქმება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო
„ოქროს სიის" გაუქმება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია „ლელოს" სხდომაზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს იმპორტზე ისეთი შეღავათები, როგორი შეღავათებიც საქართველოში იყო. „ბევრს შეიძლება კიდევ არ მოეწონოს ეს განცხადება, მაგრამ „ოქროს სიის" გაუქმება იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება. არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს იმპორტზე ისეთი შეღავათები როგორი შეღავათებიც საქართველოში იყო - იმპორტი იყო გაცილებით უკეთეს პირობებში, ვიდრე ადგილობრივი წარმოება, რაც არ არის სწორი პოლიტიკა. იმპორტზე ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადი. შეიძლება შეღავათი იყოს პროცედურების ნაწილში და მაგალითად კომპანიებს, რომლებიც მაღალი სანდოობით სარგებლობენ, ჰქონდეთ პროცედურული შეღავათი. თუმცა, თანხის გადახდასთან დაკავშირებით, შეღავათი არ არსებობს არც ერთ ქვეყანაში, ამიტომ, „ოქროს სია" არ იყო სწორი მოდელი და იყო გასაუქმებელი. ადმინისტრირების კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარების საშუალება მოიტანა იმან, რომ „ოქროს სია" აღარ გავქვს. კიდევ ვიმეორებ, ამ საკითხში შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მათ შორის, ბევრი იმპორტიორი, თუმცა, ქვეყნის ეკონომიკისთვის და ასევე, ფისკალურად ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება," - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)