2021-06-14 16:36:24, 2342 ნახვა
პოლიტიკა
ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიხსნა
ბრიუსელში ნატო-ს სამიტი, რომელსაც ალიანსის 30 წევრი ქვეყნის ლიდერი ესწრება, ოფიციალურად გაიხსნა.
როგორც სამიტის გახსნაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, დღეს მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშეა, რომელთა გადალახვაც ცალკეულ ქვეყნებს მარტო არ შეუძლიათ.
ნატო-ს სამიტის ფარგლებში, მხარეები „ნატო 2030“-ის მიზნებზე, ალიანსის გაფართოებაზე, ძალების გაძლიერებაზე, მსოფლიოში არსებულ ეპიდვითარებასა და ვაქცინაციის პროგრამაზე, ასევე რუსულ საფრთხეებზე იმსჯელებენ.
ნატო-ს სამიტის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,