2021-06-14 16:24:09, 2134 ნახვა
ომი უკრაინაში
14 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 207 470 პირია აცრილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 207 470 პირია აცრილი.
NCDC-ის ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 66 265 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მსურველები საიტ booking.moh.gov.ge-ს უნდა ეწვიონ ან დარეკონ ნომერზე 1522.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან