|
2015-02-01 16:08:18, 1063 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტომ დაარსებიდან 8 წლის იუბილე აღნიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დაარსებიდან 8 წლის იუბილე აღნიშნა. პირველი მომხმარებელი მომსახურების სააგენტომ 2007 წლის პირველ თებერველს მიიღო. სააგენტოს ქავთარაძის სტრუქტურულ ერთეულში სამსახურის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრნენ. სტუმრებმა საქართველოს ეროვნულ არქივში, შსს-ს არქივში დაცული და ამ დრომდე გამოუქვეყნებელი საარქივო მასალები დაათვალიერეს. ფოტოგამოფენა გასული საუკუნის დასაწყისში გაცემულ მართვის მოწმობებს, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობებს, ავტომობილის დათვალიერების აქტებს, მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, ბრძანებებსა და ნორმატიული აქტებს მოიცავს. გამოფენა მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ღონისძიებაზე სტუმრებისთვის სააგენტოში არსებული მომსახურების და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)