2021-06-14 10:26:17, 1920 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში ჩინური წარმოების „სინოვაკით“ აცრაზე რეგისტრაცია დღეიდან განახლდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ჩინური წარმოების „სინოვაკით“ აცრაზე რეგისტრაცია დღეიდან განახლდება.
NCDC-ის ცნობით „სინოვაკის“ ვაქცინის მეორე დოზა კეთდება პირელი აცრიდან 14-28 დღის შუალედში.
„სინოვაკის ვაქცინა, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა. 1 ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სინოვაკის ვაქცინას მისცა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 18 წლის ასაკიდან“, - აღნიშნულია NCDC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან