|
2021-06-12 22:54:34, 859 ნახვა
კომენტარი
დავით თვალაბეიშვილი - შედგა კონსტრუქციული შეხვედრა, დავინახეთ, რომ „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით მხარეებს შორის არსებობს შეხების წერტილები
„ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა - პირველი შეხვედრა, სადაც მხარეები ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით ერთმანეთს შეხვდნენ და დავინახეთ, რომ არსებობს შეხების წერტილები, არსებობს საკითხები, რომლებზეც შეგვიძლია საუბარი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა დღეს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის მიერ ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით გამართული მედიაციის პირველი შეხვედრის კომენტირებისას. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს იყო პირველი შეხვედრა და შესაბამისად, არ იყო იმის მოლოდინი, რომ ყველა საკითხი გადაწყდებოდა, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ გამოიკვეთა ის საკითხები, რომლებზეც მხარეები შემდგომში იმუშავებენ. „მთავარი რაც დღეს მოხდა, ისაა, რომ გამოიკვეთა ის საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც შემდეგ ჩვენ მოგვიწევს კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში. საუბარი იყო დამატებით შესწავლებზე, რომლებიც უნდა ჩატარდეს - გარემოსდაცვით, კომერციულ შესწავლებზე - რომლებიც ამ პროექტთან დაკავშირებით ჩატარდება და დავინახავთ, თუ რა გავლენა აქვს ამ პროექტს, ან აქვს თუ არა მას საერთოდ გავლენა სხვადასხვა მიმართულებით. ანუ, უნდა მოხდეს სხვადასხვა საპროექტო დოკუმენტაციის დამატებითი შესწავლები დამოუკიდებელი მხარეების მიერ", - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა. ამასთან, როგორც დავით თვალაბეიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრო თვლის, რომ ნამახვანი ჰესი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოსთვის, ის უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და უწყების პოზიციაა, რომ ჩატარებულია ყველანაირი კვლევები, ყველანაირი შესწავლები - ჰესი იქნება უსაფრთხო და აქედან გამომდინარე, ის უნდა აშენდეს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პროექტის ოპონენტ მხარეებს შორის დღეს კონსტრუქციული საუბარი შედგა რიონის ხეობაში ვითარების დეესკალაციის და ამისთვის საჭირო ქმედებების შესახებ. „გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მომავალი კვირის ბოლოსთვის ჩვენ ეს საკითხი უნდა დავსვათ - ჩვენ ვართ ეკონომიკის სამინისტრო, არ ვართ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, განვიხილავთ ყველა შესაბამის უწყებასთან. დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ეს მოხდება და ასევე მოხდება ის, რომ ის ხალხი, ვინც იქ მუშაობს - „ენკას" თანამშრომლები და ტექნიკა გააგრძელებენ უპრობლემოდ მუშაობას", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. რაც შეეხება კომპანია „ენკას" მიერ წარმოებული სამუშაოების შეჩერების საკითხს, როგორც ამას ჰესის მშენებლობის მოწინაამდეგე მხარე ითხოვს, დავით თვალაბეიშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე ეს საკითხიც იქნა განხილული და მას მომავალ შეხვედრებზეც დაუბრუნდებიან. „ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი იყო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაოების შეჩერება გამოიწვევს პროექტის გაჩერებას საერთოდ და აქედან გამომდინარე, ეს დაკავშირებულია სხვადასხვა უმართავ პროცესთან. საუბარია იმაზე, რომ კომპანიას გააჩნია ყველა ლეგიტიმური უფლება, აწარმოოს სამუშაოები, მაგრამ ჩვენ ამ თემას დავუბრუნდებით მომავალში და განვიხილავთ მეორე მხარესთან ერთად. ჩვენ ველით, რომ მომავალ შეხვედრებში, განხილვებში ასევე მონაწილეობას მიიღებს კომპანია „ენკა" სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)