2021-06-12 12:03:34, 2172 ნახვა
ომი უკრაინაში
12 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 202 314 პირია აცრილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 202 314 პირია აცრილი.
NCDC-ის ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 63 832 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მსურველები საიტ booking.moh.gov.ge-ს უნდა ეწვიონ ან დარეკონ ნომერზე 1522.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან