|
2021-06-12 10:46:42, 1440 ნახვა
სამხედრო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მომავალი სასწავლო წლისთვის კადეტთა ახალი ნაკადის მისაღებად აქტიურად ემზადება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლიცეუმის პირადმა შემადგენლობამ კადეტებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები უკვე ჩაატარა. დღეს კი, საინფორმაციო შეხვედრების ციკლი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღით დასრულდა. ლიცეუმში სწავლის მსურველი მოსწავლეები მშობლებთან ერთად ქუთაისში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ჩამოვიდნენ. სტუმრებს ლიცეუმის დირექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი მიესალმა და ყურადღება ლიცეუმში არსებულ გამორჩეულ სასწავლო გარემოზე, დისციპლინასა და ლიცეუმის მიზნებზე გაამახვილა. კადეტებმა კი, ლიცეუმის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს და ახალგაზრდების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ვიზიტორებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი პირობები, საგანმანათლებლო შესაძლებლობები, სასწავლო ლაბორატორიები, სიმულაციური კლასები და სპორტული დარბაზები დაათვალიერეს. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე გამოფენილ სამხედრო შეიარაღებასა და ტექნიკასაც გაცნობოდნენ, ლიცეუმის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა ექსპერიმენტი ენახათ და რობოტექნიკის ლაბორატორია დაეთვალიერებინათ, რომელიც თანამედროვე რობო-სისტემებითაა აღჭურვილი. ლიცეუმში მოსწავლეთა მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია 21 ივნისიდან დაიწყება და 4 ივლისამდე გაგრძელდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)