|
2021-06-11 16:52:26, 474 ნახვა
პოლიტიკა
ლაშა ხუციშვილი: ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ნდობა კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენ მიერ ევრობონდების გამოშვებით
საქართველოს პარლამენტში „მინისტრის ფორმატში" სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ყურადღება გაამახვილა აპრილში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევრობონდების წარმატებით განთავსებაზე. „ჩვენი გამოშვებისას დაფიქსირდა უპრეცედენტოდ დაბალი კუპონის განაკვეთი 2.75 პროცენტი, რაც 2.5-ჯერ ნაკლებია 2011 წლის გამოშვებასთან შედარებით. ხშირად გვსმენია, რომ დაბალი პროცენტი მხოლოდ მსოფლიოში არსებული დაბალი განაკვეთებით იყო განპირობებული. თუმცა, თუ შევადარებთ საპროცენტო განაკვეთის განსხვავებას ურისკოდ აღიარებულ ამერიკის სახაზინო ფასიან ქაღალდებთან, ეს მაჩვენებელიც 2011 წლის დონესთან შედარებით, თითქმის განახევრებულია. მინდა გითხრათ, თუ რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს დაბალ განაკვეთს, როგორც ბიუჯეტისთვის, ისე კერძო სექტორისათვის. ევრობონდის ვადიანობის პერიოდში, ბიუჯეტი 350 მილიონი ლარით ნაკლებს გადაიხდის", - აღნიშნა მან. ფინანსთა მინისტრის თქმით, ევრობონდების წარმატებული გამოშვება, ასევე ქმნის ძალიან მნიშვნელოვან ბენჩმარკს სხვა კორპორატიული გამომშვებებისთვის, რადგან მათ უფრო უიაფდებათ და უმარტივდებათ კაპიტალის მოზიდვა საერთაშორისო ბაზრებიდან. „ასევე ეს იყო კიდევ ერთი ძალიან მაღალი ნდობის გამოცხადება საქართველოსათვის, ქვეყნის ეკონომიკისადმი, მისი მაკროეკონომიკური მმართველობისადმი. უნდა აღინიშნოს, რომ მოთხოვნა ჩვენს ფასიან ქაღალდებზე 4-ჯერ მეტი იყო ჩვენს შეთავაზებაზე და თითქმის 2 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. ასევე, მოლაპარაკების პროცესში გამოიკვეთა უცხოელი ინვესტორების მხრიდან ძალიან მაღალი დაინტერესება ლარში დენომინირებულ ფასიან ქაღალდებზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)