03:30 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-11 12:33:13, 1204 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - არჩევნებში უნდა ვაჩვენოთ, რომ სტაბილურობა გაღრმავდება, რაც მთავარი იარაღია, დავუახლოვდეთ ევროკავშირს

ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცით, გვყავს ასეთი მყარი მეგობარი, რომელიც მოგვყვება რთულ გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ლიეტუველ კოლეგასთან, გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნავს, საქართველოსთვის 2021 არის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი წელი, რომელშიც გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირი საქართველოსთვის.

მისივე თქმით, საქართველოში ოქტომბერში გაიმართება არჩევნები, სადაც საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ ქვეყანაში გაღრმავდება სტაბილურობა, რაც მთავარი იარაღია, რომ საქართველო დაახლოვდეს და ინტეგრაცია მოახდინოს ევროკავშირში.

„ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენ იმყოფებით საქართველოში. ეს არის თქვენი პირველი ვიზიტი ამ ქვეყანაში და ამ პირველი ვიზიტის ფარგლებშივე მოვაწერეთ ხელი ამ ერთობლივ განცხადებას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს და აღრმავებს ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობას, თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით.  ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცით, რომ გვყავს ასეთი მყარი მეგობარი, რომელიც მოგვყვება ამ რთულ გზაზე.

მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი და ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხები, რამეთუ ეს წელი არის ძალიან გადამწყვეტი. გადამწყვეტია იმ მხრივ, რომ საქართველოსთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი წელია, როცა ჩვენ დაძლიეთ შიდა პოლიტიკური კრიზისი და ამ დაძლევაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სწორედ ევროკავშირმა. ეს იყო ნიშანი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა. ამ რეგიონში სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი და ეს ნიშანი არასდროს არ უნდა დავივიწყოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ეს წელი თვით საქართველოს შიდა პოლიტიკურ სივრცეში, რამეთუ ჩვენ გვექნება არჩევნები ოქტომბერში და აქაც ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს სტაბილურობა კიდევ გაღრმავდება და არის ჩვენი მთავარი იარაღი იმისთვის, რომ ჩვენ დავახლოვდით და ინტეგრაცია მოვახდინოთ ევროკავშირში“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics