06:05 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-11 11:39:25, 808 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ წინაშე ოპოზიციის ნაწილს კომპლექსი მოხსნილი არ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული „ამნისტიის შესხებ“ კანონპროექტში ასახულია ყველა ის პირობა, რომელიც შეესაბამება სამართლებრივ ნორმებს.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილი აღნიშნავს, მიუხედავად შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისა, ოპოზიციას აქვს გარკვეული სირთულეები და არ აქვს მოხსნილი კომპლექსი „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე.

„მიუხედავად იმისა, რომ მათ შარლ მიშელის დოკუმენტს, დიდმა ნაწილმა ოპოზიციისა ხელი მოაწერა, მაინც, ასე ვთქვათ, აღსრულების პროცესში ვხედავთ, რომ მათ გარკვეული სირთულეები აქვთ, არ აქვთ მოხსნილი კომპლექსი „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე.

ჩვენს პროექტში არის მთელი სისავსით ასახული ყველა ის პირობა, რომელიც ხელშეკრულებაში იყო ჩადებული და ყველა ის ფუძემდებლური, საერთაშორისო თუ ჩვენი კონსტიტუციით გათვალისწინებული სამართლებრივი ნორმები, რაც აუცილებელია, რომ ამნისტია იყოს სრულყოფილი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics