|
2021-06-10 14:09:40, 923 ნახვა
კომენტარი
მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება დიალოგის გზით შედგა - ნათია თურნავა შუქრუთის მოსახლეობის მიერ შიმშილობის შეწყვეტას ეხმაურება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა შუქრუთის მოსახლეობის მიერ შიმშილობის შეწყვეტის საკითხს ეხმაურება. როგორც მინისტრი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ამ სენსიტიურ საკითხზე შეთანხმება დიალოგის გზით შედგა და მხარეებმა ინტერესები მოლაპარაკების მაგიდასთან შეაჯერეს. „მინდა გამოვეხმაურო სასიხარულო ინფორმაციას - რამდენიმე საათის წინ შუქრუთელმა მოშიმშილეებმა, რომლებიც 110 დღის განმავლობაში პროტესტს გამოთქვამდნენ, შიმშილობის აქცია შეწყვიტეს. ისინი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის" მენეჯემენტთან შეთანხმდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ სენსიტიურ საკითხზე შეთანხმება შედგა სწორედ დიალოგის გზით და მხარეებმა ინტერესები მოლაპარაკების მაგიდასთან შეაჯერეს. ყველა ჩვენთაგანის საერთო ინტერესია, რომ დაცული იქნას შეთანხმების ყველა პირობა, რადგან ამაზეა დამოკიდებული, როგორც ჩვენი შუქრუთელი თანამოქალაქეების უსაფრთხო ცხოვრებასთან, ასევე ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი საწარმოს შემდგომი საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები“, - განაცხადა მინისტრმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)