|
2021-06-10 12:11:55, 1886 ნახვა
სამხედრო
საველე ბანაკ „პალდოში“ ტერიტორიულ რეზერვისტთა სწავლება მიმდინარეობს
ბანაკ „პალდოში“ საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის 202-ე ბატალიონის აქტიურ რეზერვისტთა ერთკვირიანი სწავლება მიმდინარეობს. რეზერვისტთა პირადი შემადგენლობა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გადის. დღეს „პალდოს“ სასროლეთზე სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული საცეცხლე მომზადება ჩატარდა. საბაზისო ერთკვირიანი სამხედრო სწავლების გავლის შემდეგ, ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეები წლის განმავლობაში არაუმეტეს 45 დღე შეიკრიბებიან და სამხედრო მომზადებას გაივლიან. რეზერვისტებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდათ და ამ პერიოდის განმავლობაში, საკუთარი სამუშაო ადგილებიც შეუნარჩუნდებათ. პროგრამაში ჩართულ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ, სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აღნიშნული სწავლების პარალელურად, რეზერვისტთა პირადი შემადგენლობის სწავლება დასავლეთ საქართველოში, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაშიც მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 101-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონი 120, ხოლო მე-20 კადრირებული ბრიგადის 202-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონი 85 რეზერვისტით დაკომპლექტდა.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)