06:05 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-10 11:34:55, 596 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - თავზე საყრელი საქმე მაქვს, არც კომიტეტის თავმჯდომარეობა მინდა და არც მოადგილეობა

თავზე საყრელი საქმე მაქვს, არც კომიტეტის თავმჯდომარეობა მინდა და არც მოადგილეობა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ კომიტეტების თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მას კომიტეტის თავმჯდომარეობა არ აინტერესებს და რიგით დეპუტატად დარჩება.

„ჩვენ სულ ორი კაცი ვართ, ლევან იოსელიანი ისედაც ვიცე-სპიკერი არის, მე ვარ ორი კომიტეტის წევრი და ასევე ვარ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის წევრი. თავზე საყრელი საქმე მაქვს, არც კომიტეტის თავმჯდომარეობა მინდა, არც მოადგილეობა და არაფერი არ მინდა. ვარ რიგითი დეპუტატი და ვიქნები, ძალიან ბევრი საქმეც მაქვს და თუ პასუხისმგებლობით უყურებს რომელიმე დეპუტატი, არ არის აუცილებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყო“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics