03:31 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-09 18:08:31, 605 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ბედავს ზუსტად იმდენს, რამდენ ხმასაც იღებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ზუსტად იმდენს ბედავს, რამდენ ხმასაც იღებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მაშინ, როდესაც ქვეყანა უხილავ მტერს ებრძვის, „ნაცმოძრაობა“ სახელმწიფოსთან გაერთიანების ნაცვლად მის წინააღმდეგ მიდის.

„ჩვენს თანაგუნდელ ირმა ზავრადაშვილს მინდა გავცე პასუხი, მართალია, ამ ხალხის ასეთი ქცევის გამო ჩვენ გვთხოვენ პასუხს და ქუჩაში ძალიან ბევრი ჩვენი მხარდამჭერიც კი რომ მხვდება, მაგას მაყვედრის ხოლმე, ეს მართალია. ცოტა შეიძლება ემოციურად გამომივიდეს, მაგრამ ეს ხალხი ასე რომ ლაპარაკობს და ეს სახეები რომ სხედან აქ, ამ ხალხს ხმას აძლევს ამ ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ სოლიდური რაოდენობა,  ჩვენი ბიძაშვილები, მამიდაშვილები, ნაცნობები, თუ მეგობრები, ჩვენს ირგვლიც ტრიალებენ ის ადამიანები, ვინც დღესაც ამ ხალხს მხარს უჭერენ.

იმდენს ბედავენ, რამდენ ხმასაც იღებენ, ზუსტად იმდენს ბედავენ, არც მეტს და არც ნაკლებს. ეს ლეგიტიმაცია აქვთ, სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ დავარწმუნოთ საზოგადოება, სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი. დღეს ამნისტიაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ამნისტიის გარდა ყველაფერზე ილაპარაკეს. ისეთ მოცემულობას გვთავაზობენ და ისეთ რეალობაში აცხოვრებენ ადამიანს, საბოტაჟის რეჟიმში. მაშინ, როდესაც არის უხილავი მტერი, ერთიანდება ერი და იმის მაგივრად, რომ გაერთიანებულიყვნენ ჩვენთან ან სახელმწიფოსთან, პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდნენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics