03:32 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-09 17:11:11, 735 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია უმრავლესობას - მახსოვს, როგორ გამალებით იცავდით გახარიას, დღეს კი, პოლიტიკურად მიწაში დებთ

მახსოვს, წინა მოწვევის პარლამენტში, როგორ გამალებით იცავდით პრემიერ-მინისტრს და დღეს რას აკეთებთ? პოლიტიკურად მიწაში დებთ, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობას.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, გიორგი გახარია დღესაც პრემიერ-მინისტრი რომ ყოფილიყო, უმრავლესობა მას კვლავ ტაშს დაუკრავდა.

„ძალიან კარგად მახსოვს, წინა მოწვევის პარლამენტში, სანამ იმუნიტეტს შემიჩერებდით, როგორ გამალებით იცავდით პრემიერ-მინისტრს და ფიზიკურ დაპირისპირებასაც კი არ ერიდებოდით ჩემთან, ბატონი გახარიას გამო და მთელი აპოლოგია ჰქონდათ მიძღვნილი გახარიასადმი, სულ რამდენიმე კვირის წინ და დღეს, რას აკეთებთ?! უძღვნით ტასკვილებს, პოლიტიკურად მიწაში დებთ, აბრალებთ ყველაფერს, რასაც აბრალებთ ნებისმიერს, ვინც უბრალოდ აპროტესტებს თქვენს უმსგავსობას. დღესაც რომ ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი და იძულებული არ გამეხადა მე, რომ გადამდგარიყო, ნებისმიერი თქვენგანი ხმას ამოიღებდით?! კვლავ ტაშს დაუკრავდით ამ ადამიანს. ეს არის თქვენი რეალური პოლიტიკური სახე და როცა გიყურებთ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენი თავის არსებობის არ გჯერათ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics