05:43 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-08 23:20:37, 856 ნახვა

ეკონომიკა
გლდანის N 8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჟოლოს მოსავლის აღების პროცესი დაიწყო

გლდანის N 8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ ბაღში ჟოლოს მოსავლის აღების პროცესი დაიწყო.

სასოფლო-სამეურნეო პროექტში დასაქმებულ მსჯავრდებულებს ჟოლო 2019 წლიდან მოჰყავთ. მოსავლის რეალიზაცია ყოველწლიურად ერთ-ერთ მსხვილ ჰიპერმარკეტში და სხვადასხვა ობიექტში ხდება. პროდუქციის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა, კი მსჯავრდებულების შემოსავალს წარმოადგენს და მათ ხელფასის სახით ერიცხებათ.

ჟოლოს მოსავლის აღების პროცესს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი დაესწრო. მისი თქმით, მსგავსი  პროექტები  ე.წ. დახურული ტიპის დაწესებულების მსჯავრდებულებისთვის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და მათი რეაბილიტაცია - რესოციალიზაციისთვის საუკეთესო საშუალებაა.

N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სასოფლო-სამეურნეო პროექტს 2020 წლიდან მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ახორციელებს. პროგრამის მხარდამჭერები არიან საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics