23:46 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-08 22:17:14, 1232 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია - მკაფიოთ განვაცხადე, რომ ვიღებდი პასუხისმგებლობას ჩემ თავზე და შსს-ს ყველანაირი მოსამზადებელი სამუშაოების გაჩერება მოვთხოვე

„მკაფიოთ განვაცხადე, რომ ვიღებდი პასუხისმგებლობას ჩემ თავზე და შსს-ს ყველანაირი მოსამზადებელი სამუშაოების გაჩერება მოვთხოვე“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ნიკა მელიას დაკავების პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ის მონაწილეობდა უმრავლესობის დარწმუნებაში, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი შეეჩერებინათ.

„ეს არის შეშინებული კაცის ბოდვა, უმრავლესობის ხელმძღვანელობამ მთხოვა შევხვედროდი უმრავლესობას. საქმე იყო რაში, უმრავლესობას ვერ არწმუნებდნენ ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნაში და მთხოვეში ამ პროცესში დახმარება.

მაშინაც და დღესაც ვფიქრობდი, რომ ადამიანი, რომელიც არის სახელმწიფო ორგანოზე შტურმის ორგანიზატორი, უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე.

მე შევხდი უმრავლესობას და მათ ავუხსენი, რატომ უნდა მოეხსნათ იმუნიტეტი ნიკა მელიასთვსი:

  1. ნიკა მელია სასამართლოსთან უნდა გათანაბრებულიყო როგორც რიგითი მოქალაქე
  2. პარლამენტში შეჭრა, ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტური შენების პროცესში მიუღებელია

ამ მიზეზების გამო, ყოველგვარი უხეშობისა და უზრდელობის გარეშე მე შევეცადე ამეხსნა უმრავლესობისთვის, იმუნიტეტის მოხსნის აუცილებლობა.

უმრავლესობამ დამიჯერა და იმუნიტეტი მოუხსნეს, ეს იყო 16 თებერვალი. უმრავლესობა ამავე დღეს შევიკრიბეთ, სასამართლოს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო ჩვენ უნდა ვყოფილიყავით მზად.

მაგრამ ჩემი პოზიცია იყო სულ სხვა და არა ის რაც იჭორავეს. მე ვამბობდი, რომ თუ გვინდა, რომ მელია სამართლის წინაშე წარსდგეს, მისი დაკავებისას არავის ერთ ღერი თმა არ უნდა ჩამოუვარდესთქო.

იყვნენ გუნდის წევრები, რომლებიც მეთანხმებოდნენ, თუმცა 17 თებერვალს მსჯელობის პროცესში მყოფი პოზიციები დამხდა სრულიად შეცვლილი და მათზე იყო გარე ძალებისგან ზეგავლენა მოხდენილი. ამიტომ მოვიწვიე შეხვედრა და დავაყენე საკითხი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იყო ტემპერატურა მაღალი. იქ იყვნენ რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობა, იყვნენ პოლიტიკური პარტიების ლიდერები და ისინი ნიკა მელიას ნებით დათმობას არ აპირებდნენ. ამასთანევე ეს ფაქტი ვერ იქნებოდა ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მიერ დადებითად შეფასებული.

მე მკაფიოთ განვაცხადე, რომ ვიღებდი პასუხისმგებლობას ჩემ თავზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველანაირი მოსამზადებელი სამუშაოების გაჩერება ვუბრძანე.

ამის მიუხედავათ, პარტიის კონკრეტული წევრისგან ხდება ჩემს წინააღმდეგ მოქმედება და ჩემი გადაწყვეტილებების შეცვლის მცდელობა, ეს იყო საფრთხის შემცველი პოლიციელებისთვისაც და პარტიის ოფისში გამაგრებული ხალხისთვისაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics