04:25 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-08 14:14:44, 647 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - გაბანძებულები და თავლაფდასხმულები შემოდიან პარლამენტში

შემოდიან გაბანძებულები და თავლაფდასხმულები, - ამის შესახებ პარტია ,,მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ,,ნაციონალილური მოძრაობის" პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიას პოლიტიკური ალღო და პრაგმატიზმი არ აღმოაჩნდა.

,,ვაფრთხილებდით და ვესაუბრებოდით ,,ნაციონალურ მოძრაობას", ნუ ხართ ამ უმანდატო ბოკერიას და უგულავას აყოლილები-თქო, რომ აყვნენ, იმიტომ არიან ასეთ დღეში. შემოდიან გაბანძებულები და თავლაფდასხმულები. ხუთი კითხვა მაქვს და მინდა სხდომაზე დავუსვა. ეს არის ფაქტი, რომ ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ აღამოაჩნდა არც პოლიტიკური ალღო, არც პოლუტიკური პრაგმატიზმი და არც ამ ქვეყნის სიყვარული. აწვალეს ეს ქვეყანა. ჩვენ შემოვედით თებერვლის დასაწყისში, თვითონ შემოდიან ივნისის დასაწყისში და რა განსხვავებაა? თვითონაც ახდენენ ლეგიტიმაციას პარლამენტის? ჩვენ რომ გვეუბნებოდნენ ივანიშვილის პარლამენტის ლეგიტიმაციას ახდენთო. თვითონ რას აკეთებენ, 18-ჯერ მეტნი არიან ჩვენზე. ანუ 18-ჯერ მეტჯერ ახდენენ ლეგიტიმაციას? წინ უნდა გაეხედათ სანამ ტუჩები ჰქონდათ დალურჯებული ჩვენი ლანძღვით. წინ უნდა გაეხედათ რომ ისევ აქ მოუწევდათ მოსვლა. ფეხით გამოგათრევო მე რომ მეუბნებოდნენ და თავისი ფეხით მოდიან. აი როგორ უნდა ჩამეხდონ თვალებში, რა საინტერესოა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics