|
2021-06-07 21:30:05, 991 ნახვა
კომენტარი
შალვა პაპუაშვილი - უნდა დავაკვირდეთ, როგორ მოიქცევა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის კედლებს შიგნით
„უნდა დავაკვირდეთ, როგორ მოიქცევა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის კედლებს შიგნით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პარტია, რომელიც მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს ამ შეთენხმების წინააღმდეგია. „პარლამენტში იქნება პარტია, რომელიც უარს ამბობს დეპოლარიზაციაზე და დემოკრატიულ პროცესში თანამშრომლობაზე, ამიტომ უნდა დავაკვირდეთ როგორ მოიქცევა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის კედლებს შიგნით. ჩვენ გვაქვს ორი ფორმატი - ერთი ეს არის პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, სადაც არის კომიტეტების სხდომა, სადაც, რა თქმა უნდა, მანდატის მქონე ყველა დეპუტატს შეუძლია სრულფასოვნად იყოს ჩართული, ამავე დროს ჩვენ გვაქვს 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც განსაკუთრებული თანამშრომლობისკენ უბიძგებს პარტიებს, რომლებიც ხელს აწერენ ამ შეთანხმებას და ჩვენ განვაცხადეთ, რომ ის პარტია, რომელიც ხელს არ აწერს ამ შეთანხმებას ამ შეთანხმების წინააღმდეგია”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)