|
2021-06-07 15:07:53, 908 ნახვა
მსოფლიო
რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და ყოფილმა დეპუტატმა ქვეყანა დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ყოფილი დეპუტატი, დმიტრი გუდკოვი აცხადებს, რომ ქვეყანა დატოვა მისი თქმით შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე დაპატიმრების საფრთხის გამო. პოლიტიკოსი უკრაინაში გაემზგავრა. გუდკოვი ფეისბუკით წერს, რომ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული "რამდენიმე წყაროსგან" მიიღო ინფორმაცია - თუ ქვეყანას არ დატოვებდა, ყალბი ბრალდება ძალაში დარჩებოდა მის დაპატიმრებამდე. "პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა რამდენიმე წყარომ მითხრა, რომ თუ ქვეყანას არ დავტოვებდი, ყალბი სისხლის სამართლის საქმე ჩემს დაკავებამდე გაგრძელდება. თუ დავრჩებოდი, მითითებაა მიცემული, გუდკივის საქმე "ნებისმიერი მეთოდით გადაწყდეს", — წერს პოლიტიკოსი თავის ტელეგრამარხზე. გუდკოვს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმე იმისთვისაა აღძრული, რომ არჩევნებზე არ დაუშვან. გუდკოვი მოსკოვში 1 ივნისს დააკავეს, ქირის გადაუხდელობის ბრალდებით საკუთრებისთვის, რომელსაც ის წლების წინ ქირაობდა. ის 3 ივნისს გამოუშვეს, ბრალის ოფიციალურად წაყენების გარეშე.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)