04:22 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-07 14:40:56, 533 ნახვა

პოლიტიკა
არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატად ზაზა ხატიაშვილი დაასახელა

არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერობის კანდიდატად ადვოკატ ზაზა ხატიაშვილს ასახელებს.

ამის შესახებ არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ოპოზიციის არაკოორდინირებული და გაუმჭვირვალე ქმედებების შედეგად ივანიშვილის რეჟიმმა მოიპოვა გარკვეული ტაქტიკური უპირატესობა: ერთი მხრივ, ოპოზიციამ შეწყვიტა პარლამენტის ბოიკოტი, ხოლო მეორე მხრივ, ფაქტია, რომ შარლ-მიშელის დოკუმენტი დარჩა ფარატინა ქაღალდად, რაიმე კონკრეტული ცვლილებების გარეშე.

ამ ვითარებაში ერთადერთი შანსი, რომ ქვეყანაში რაიმე უკეთესობისკენ შეიცვალოს არის – ადგილობრივ არჩევნებზე ხელისუფლების გადანაწილება – პირველ რიგში თბილისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატის დამარცხება.

უკვე დაიწყო დისკუსია, იმასთან დაკავშირებით, ვინ შეიძლება ხელისუფლებას მოუგოს თბილისის მერის არჩევნები: უმრავლესობა თანხმდება იდეაზე, რომ ეს არ შეიძლება იყოს ერთი კონკრეტული პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი. ვფიქრობთ, კონკრეტული კანდიდატის შერჩევა აღარ უნდა მოხდეს ფარულად, პოლიტიკური პარტიების ვიწრო წრეში (როგორც მაგალითად გადაწყდა შარლ-მიშელის დოკუმენტზე ხელისმოწერა).

სწორედ ამიტომ მთელს ოპოზიციურ სპექტრს და ფართო საზოგადოებას ვთავაზობთ თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად წარვადგინოთ ზაზა ხატიაშვილის კანდიდატურა. ზაზა ხატიაშვილი მაქსიმალურად მისაღებია ამომრჩევლის სხვადასხვა სეგმენტისთვის, არ არის დაკავშირებული რომელიმე პარტიულ სტრუქტურასთან, აქვს შეუბღალავი რეპუტაცია, როგორც კეთილსინდისიერ, კვალიფიციურ და მებრძოლ ადამიანს, რაც მთავარია აქვს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არჩევნებში გამარჯვების გამოცდილება 2013 წელს, როდესაც მის წინააღმდეგ მმართველი გუნდი და უშიშროება ლობირებდნენ მამუკა მდინარაძის კანდიდატურას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის არჩევნებში.

მოვუწოდებთ ფართო საზოგადოებას და ოპოზიციურ სპექტრს მოვაწყოთ თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატების გამჭვირვალე განხილვა. განვიხილოთ როგორც ზაზა ხატიაშვილის, ასევე ყველა ის კანდიდატურა, რომელიც ასევე შესაძლებელია გახდეს ოპოზიციური ელექტორატის გამაერთიანებელი და საბოლოოდ შევთანხმდეთ საუკეთესო მათგანზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – გოჩა ჯოჯუა;

„ქართული არჩევანი“ – ბეჟან გუნავა;

„მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის“ – მამუკა ტუსკაძე;

„თავისუფალი საქართველო“ – კახა კუკავა;









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics