2021-06-07 12:20:03, 2014 ნახვა
ომი უკრაინაში
7 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 173 345 პირია აცრილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 7 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 173 345 პირია აცრილი.
NCDC-ის ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 47 749 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მსურველები საიტ booking.moh.gov.ge-ს უნდა ეწვიონ ან დარეკონ ნომერზე 1522.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან