|
2021-06-06 15:01:35, 1343 ნახვა
ეკონომიკა
დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 130 დევნილ ოჯახს შეუსყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 130 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის. სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. “კიდევ 130 დევნილ ოჯახს სოფლად სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს შევუსყიდით. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გავზარდეთ. დევნილები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ სამთვიანი ვადა მიეცათ”, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. მიმდინარე წელს სააგენტო „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, ჯამში, იძულებით გადაადგილებულ 1200 ოჯახს განასახლებს.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)