|
2021-06-06 13:17:55, 776 ნახვა
კომენტარი
მეუფე გრიგოლი ნინოწმინდის პანსიონზე - კარები, რომ იყო დახშული ეს ძალიან ბევრ ეჭვს აღძრავს
„კარები, რომ იყო დახშული ეს ძალიან ბევრ ეჭვს აღძრავს და ამან უფრო გამოიწვია ასეთი ვითარება“, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო საქმეში ჩართულია და კონკრეტული ნაბიჯები მათ უნდა გადადგან. „დღეს უკვე მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო არის ამ საქმეში ჩართული და მისგან უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს. რამდენადაც ვიცი შემოწმება ტარდება. ახლა ერთი წუთით იქ რომ მიხვალ, ვერაფერსაც ვერ გაიგებ - იქ გარკვეული პერიოდი ყოფნაა საჭირო. მე ასეთი აზრი მაქვს, რომ შეიძლება აქამდე საერთოდ არ მისულიყო, რომ მომხდარიყო ელემენტარულად გახსნა კარისა, რადგან ქართული გამოთქმა არის : ნათქვამს ერთი კუდი აქვს და უთქმელს ათასიო, შესაბამისად ის, რომ ეს კარები იყო დახშული საფუძვლიანად, თუ უსაფუძვლოდ, მაგრამ ფაქტობრივად ეს ძალიან ბევრ ეჭვებს აღძრავს და ამან უფრო გამოიწვია ასეთი ვითარება, ამან უფრო გაართულა და დაძაბა საერთოდ მთელი საზოგადოება. ალბათ, აქამდე არ მივიდოდა საქმე, ბევრად უფრო ყოველგვარი ემოციური ფონის გარეშე, თუ რამე გამოსასწორებელი იყო, ალბათ უნდა გამოსწორებულიყო“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)