|
2021-06-05 20:51:36, 1104 ნახვა
კომენტარი
მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდაზე - შეიძლება, სასამართლოც შეცდეს, მაგრამ გზა ეს არის, ვიდავოთ სასამართლოში
„შეიძლება, სასამართლოც შეცდეს, მაგრამ გზა ეს არის, ვიდავოთ სასამართლოში“, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პანსიონში სოციალური მუშაკები ამ დრომდე რჩებიან. „პირველ რიგში, უნდა ვნახოთ ეს გადაწყვეტილება და გავარკვიოთ, ეს ყველაფერი. წინასწარ რა უნდა გითხრათ. მე სულ იმას ვამბობ, სამართლებრივ სახელმწიფოში რამდენად ვცხოვრობთ, ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ მე მინდა, ვცხოვრობდეთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც სასამართლო გადაწყვეტს დავას და ქუჩაში ძალადობრივად არ გადაწყდება საკითხი. სასამართლომ გადაწყვიტოს. შეიძლება, სასამართლოც შეცდეს, არაფერი არ უშლის ამას ხელს, მაგრამ გზა ეს არის, ვიდავოთ სასამართლოში. ორი დღე ვიმუშავეთ ბავშვთა სახლში და ჩვენი კომისია აგრძელებს მუშაობას იმ ბავშვებთანაც, ვინც უკვე წამოიყვანეს იქიდან სასამართლოს გადაწყვეტილებამდე. როგორც გავიგე, ახლა კარგ პირობებში არიან და კარგი სპეციალისტები მუშაობენ ამ ბავშვებთან. ახლა პანსიონში არიან ბავშვები, ვისაც იქ ყოფნა უნდა. რადგან არსებობდა საზოგადოებრივი ეჭვები, თითქოს იქ შესვლის საშუალება არ იყო, ახლა იქ საკმარისი რაოდენობის სოციალური მუშაკები არიან“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)