22:27 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-04 12:00:00, 1306 ნახვა

სამხედრო
პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში პირველ ბრიგადას სტუდენტური პარლამენტის წევრები ეწვივნენ

თავდაცვის სფეროსა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე პროცესების გაცნობის მიზნით, პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში პირველ ქვეით ბრიგადას საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრები ეწვივნენ. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაზა შალამბერიძემ სტუდენტებს ქვედანაყოფის ისტორია, ძალთა სტრუქტურა, დისლოკაციის ადგილები, ამოცანები, განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები გააცნო. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ.

მოგვიანებით სტუმრებმა ბრიგადის ინფრასტრუქტურა, კლასები, სპორტული დარბაზები, ყაზარმები დაათვალიერეს და ქვედანაყოფის ტექნიკასა და შეიარაღებასაც გაეცნენ. სტუდენტებმა ჯარისკაცის ულუფაც დააგემოვნეს.

ვიზიტის დასარულს, პირველი ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელობამ მათ სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა. პროექტის „ერთი დღე ჯარში“ მიზანი საზოგადოებისთვის სამხედრო თემებზე ინფორმაციის მიწოდება და ქვეყნის უსაფრთხოების, ნატო-საქართველოს ურთერთობებისა და თავდაცვის ძალების ამოცანების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. პროექტი თავდაცვის ძალების პოპულარიზაციასა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. მსგავსი ტიპის ვიზიტები და საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს თავდაცვის ძალების მასშტაბით სამხედრო ბაზებზე რეგულარულად იმართება. ქვედანაყოფებს სტუდენტები, მოსწავლეები, მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ და ჯარისკაცის ყოველდღიურობას ეცნობიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics