05:43 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-03 20:01:09, 894 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა უკრაინის სამთავრობო დელეგაციის წევრ მინისტრებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრს ოლეგ ნემჩინოვსა და უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრს ოლეკსანდრ ტკაჩენკოს შეხვდა.

შეხვედრა საქართველოში უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინასა და საქართველოს შორის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობაა. ამასთან, ხაზი გაესვა ამ მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან პროგრესს, თუმცა ითქვა, რომ ამ პროგრესის განვითარებისთვის კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ზრდას, უკრაინული ინვესტიციების მოზიდვას, ტურიზმის, ენერგეტიკის, საბორნე და სარკინიგზო მიმოსვლის, ავიაციისა და სახმელეთო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ სექტემბერში, თბილისში საქართველო-უკრაინის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება, რომელიც გასულ წელს პანდემიის გამო გადაიდო.

„წელს ჩვენ გვაქვს ყველა წინაპირობა, რომ ეს კომისია ჩავატაროთ. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი დაგროვდა, პირველ რიგში, ეს არის მზარდი ექსპორტი საქართველოდან უკრაინაში, ზოგადად მზარდი ვაჭრობა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ექსპორტი, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი პროდუქტებისა და სამრეწველო პროდუქტების კვალობაზე. ასევე საუბარი შეეხო როგორ წავახალისოთ ორ ქვეყანას შორის შავი ზღვის პორტებით საბორნე მიმოსვლა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ლოგისტიკური კავშირი გვქონდეს ამ დერეფანში. უკრაინელები ჩვენი ტრადიციული პარტნიორები არიან და საჭიროა, გავზარდოთ მიმოსვლის სიხშირე და თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში, რათა მოვიზიდო უფრო მეტი უკრაინელი ტურისტი და უფრო მეტი უკრაინელი ინვესტორი საქართველოში. ჩვენ ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს დასახული სამომავლოდ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

2021 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. ამ პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ 218.85 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 25%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics