05:39 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-03 15:24:49, 778 ნახვა

პოლიტიკა
„შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი“ - პარლამენტში ახალი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა

პარლამენტში ახალი ოპოზიციური ფრაქცია, „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი“ შეიქმნა.

აღნიშნულის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძე საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ფრაქციის ხელმძღვანელი ხათუნა სამნიძე, თავმჯდომარის მოადგილე კი პაატა მანჯგალაძე იქნება.

„დღეს კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა, რომელიც არის მრავალპარტიული, რომელშიც არიან დამოუკიდებელი დეპუტატები. ფრაქცია არის მექანიზმი, რომ უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ პარლამენტში. სახელწოდება მოდის იმ შეთანხმებიდან, რომელი შეთანხმებითაც შემოვედით ამ პარლამენტში და რომელი შეთანხმების რეალიზებაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე. ფრაქციის ხელმძღვანელი იქნება ხათუნა სამნიძე, თავმჯდომარის მოადგილე - პაატა მანჯგალაძე, ხოლო ფრაქციის აპარატს სერგო ჩიხლაძე უხელმძღვანელებს. ეს არის ის მენეჯმენტი, რაც გვექნება ფრაქციაში.

ჩვენი მთავარი მიზანია, ვიყოთ ხალხის პარლამენტში და გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ პოლიტიკა და პარლამენტი არის მათთვის და არა მხოლოდ ელიტისთვის. ჩვენი მიზანია ვისაუბროთ ხალხის პრობლემებზე და ვაიძულოთ „ქართულ ოცნებას“ როგორც შეთანმხების შესრულება, ასევე ხალხის საჭირბოროტო საკითხებზე კონკრეტული პასუხების გაცემა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics