05:42 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-03 14:07:39, 577 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია „აპექს დეველოპმენტი“ 4  საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო პროექტს - ლისის, დადიანისა და ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიებზე ახორციელებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

ბანკის ფინანსური მხარდაჭერა, რაც 13 მლნ ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით გამოიყო. მიმდინარე პროექტები 10,000 და 5,000 კვ.მ.  4 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს. ჯამში აშენდება 44 ბინა. პროექტი  კი 120 ადამიანს დაასაქმებს.

გარდა ამისა, პარტნიორობის ფარგლებში სამომავლოდ იგეგმება ნუცუბიძის ქუჩაზე, 51,000 კვ.მ. ტერიტორიაზე 4 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომლის ჯამური ინვესტიციაც 13 მლნ აშშ დოლარია.

კომპანიას უკვე წარმატებით აქვს დასრულებული არაერთი სამშენებლო პროექტი- მეტრეველის, ბერბუკის, მიცკევიჩის, ცაგარელისა და დადიანის ქუჩებზე. მიმდინარე პროექტია  ავლაბარში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე 3500 კვ.მ-ზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. 

აღსანიშნავია, რომ „აპექს დეველოპმენტის“ მიერ აშენებულ კორპუსებს ეკომეგობრულობა, მაღალი თბო და ხმის იზოლაცია გამოარჩევს.

„საქართველოს ბანკი უკვე წლებია სამშენებლო სექტორის გაძლიერებას უჭერს მხარს. ბანკს ამ მხრივ პარტნიორებთან ერთად არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. სექტორის მხარდასაჭერად და საუკეთესო პირობებით უზრუნველსაყოფად, ჩვენ არაერთი სიახლე დავნერგეთ. არსებული შედეგები კი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ბანკი  საიმედო პარტნიორია. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ „აპექს დეველოპმენტის“ სამომავლო განვითარებასა და კიდევ უფრო გაძლიერებას. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ  ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“,- განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics