05:04 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-03 13:47:10, 772 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა ამნისტიაზე უარს აცხადებს

არანაირი ამნისტია არ მინდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა და ოპოზიციონერმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საქმე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებულია.

„ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე შეკერილი, აქ არის პოლიტიკური საფუძველი, ივანიშვილის მხრიდან ჩვეულებრივად არის შურისძიება და შესაბამისად, მე არ მივცემ იმის ფუფუნებას მათ, რომ ეს საქმე ჩაფარცხონ. ძალიან გაუტკბათ ამათ „ამნისტიების ჩადება“, მიქარავენ, ცემენ დაასახიჩრებენ, მერე დაგიჭერენ, შეგტენიან შენ, ბრალს წაგიყენებენ როგორც მელიას და ცემის მერე ამნისტია უნდა გავრცელდეს შენზე დიდსულოვნად, არანაირი ამნისტია მე არ მინდა, რა უსამართლოც არის ეს სასამართლო ვიცი, მაგრამ არ მინდა არანაირი ამნისტია და არ მივიღებ არანაირ ამნისტიას, რადგამ ეს იქნებოდა საშუალება ამ საქმის ჩაფარცხვის, ეს არის სისტემური დანაშაული, ეს არის ჩვეულებრივად ორგანიზებული დანაშაული, რომელიც შემდეგ იფუთება სასამართლოს და პროკურატურის მიერ და არანაირი არგუმენტი არ არსებობს. არც ველოდები არაფერს ამ სასამართლოსგან, პატიმრობაც რომ გამოიტანონ არ მანაღვლებს, ეს საქმე არ დამთავრდება და არ დაიხურება სანამ არ გამოჩნდება, რომ არის ორგანიზებული დანაშაული“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 29 ივნისს გაგრძელდება. საქმე ეხება 2019 წელს აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს ორი უცნობი პირი დაესხა. გამოძიება უგულავას ძიუდოისტ ბადრი-საბა გავაშელიშვილის ცემას ედავება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics