|
2021-06-03 10:48:11, 826 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - ნინოწმინდაში რაც ხდება, ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია, პრობლემა საპატრიარქოშია
„ნინოწმინდაში რაც ხდება ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია, პრობლემა საპატრიარქოშია, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ნინოწმინდაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, ეკლესიას უნდა მიეცეს შანსი ხელახლა გაქრისტიანდეს და კონკორდატი გაუქმდეს. „ნინოწმინდაში რაც ხდება ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია. პრობლემა საპატრიარქოშია, რომელიც მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელის ხელში ჩამოყალიბდა სრულად დახურულ პილიტიკური ძალაუფლების მქონე ინსტიტუტად და წარმოადგენს ქვეყნის განვითარების მთავარ შემაფერხებელ რუსეთის ბასტიონს საქართველოში. კონკორდატი და ყველა იქიდან გამომდინარე პრივილეგია უნდა გაუქმდეს და საქართველოს ეკლესიას უნდა მიეცეს შანსი ხელახლა გაქრისტიანდეს. სხვა ყველაფერი მხოლოდ სიმპტომებთან ბრძოლაა, რადგან რეალურ პრობლემაზე საჯაროდ საუბარი საშიშია და/ან პოლიტიკურად წამგებიანი. დღევანდელი რეალობა კი ზუსტად აჩვენებს რომ ამ ქვეყანაში გაბატონებული პატრიარქის კერპთაყვანისმცემლობა უპრობლემოდ იღებს ბავშვების სიცოცხლეს შესაწირის სახით“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)