|
2021-06-01 21:57:29, 969 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი მეუფე იაკობს - ფრთხილად, ეგ იარაღი, იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა, „მეუფე“
ემანდ, ფრთხილად, ეგ იარაღი, რომლის აღებისკენ მოუწოდებ, მთლად იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა, „მეუფე“, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებას. როგორც სააკაშვილი „ფეისბუქში“ წერს, მეუფე იაკობის განცხადებით შეურაცხყოფილია. „იმედია, ყველა პატრიოტი სასულიერო პირი გაემიჯნება ამ უპრეცედენტოდ სამარცხვინო განცხადებას! მე, როგორც საქართველოს ეკლესიის რიგითი შვილი, შეურაცხყოფილი ვარ ყველა სხვა მორწმუნე ნაციონალთან და ზოგადად ყველა ნორმალურ ადამიანთან ერთად და ველი დედაეკლესიისგან დაუყოვნებლივ და არა ორაზროვან რეაგირებას“, - წერს სააკაშვილი. ცნობისთვის, მეუფე იაკობის განცხადებით, „დღევანდელ სიტუაციაში, ქართველი კაცი, გინდა, არ მოსწონდეს მმართველი პარტია, „ნაციონალების“ დაბრუნებას, მით უმეტეს მიშას დაბრუნებას, არ დაუშვებს, ვიცი განწყობა, იარაღსაც აიღებენ ხელში, იქიდან მობრუნება რომ დაიწყონ“.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)