|
2021-06-01 17:04:20, 550 ნახვა
სამართალი
შსს-მ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია, სახელწოდებით - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო, რომელიც ტარდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ - ფარგლებში, რომელიც შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ კამპანიის მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინება. უწყების ცნობით, კამპანიის გახსნით ღონისძიებაზე, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ - ერიკ ილესმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა - ლელა ბაქრაძემ. ამასთანავე, ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატისა და აღნიშნულ საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომლის მეშვეობითაც სტუმრებმა ინფორმაცია მიიღეს ბავშვობის ასაკში ქორწინების სტატისტიკური მონაცემებისა და კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. გარდა ამისა, ბავშვობის ასაკში ქორწინების თემაზე მომზადდა ვიდეო, რომელშიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები საუბრობენ ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკაზე, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით მულტისექტორული მიდგომის განხორციელების საჭიროებაზე და საზოგადებას მოუწოდებენ, თავისი წვლილი შეიტანოს ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლაში. საინფორმაციო კამპანია ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან. აღნიშნულ შეხვედრებს გამართავენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები, პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად. ასევე, მომზადდა ბავშვობის ასაკში ქორწინების თემაზე სოციალური რეკლამა, რომელიც მასმედიის საშუალებით გავრცელდება. ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები და პოსტერები, რომლებიც კამპანიის მიმდინარეობისას მიეწოდებათ სკოლის ადმინისტრაციებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. კამპანიის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება ფოტოკონკურსი. მოსახლეობაში სამართლებრივი ცნობიერების ნაკლებობა და აღნიშნული დანაშაულების შესახებ ინფორმაციის სიმწირე კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, რაც ართულებს, ერთი მხრივ, დანაშაულის დროულ გამოვლენას და, მეორე მხრივ, ეფექტიან რეაგირებასა და საჭირო მტკიცებულებების მოპოვებას. კამპანიის მხარდამჭერები ასევე არიან საერთაშორისო ორგანიზაცია "არბაითერ - სამარიტერ - ბუნდი (ASB) და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელები.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)