|
2021-06-01 16:55:30, 440 ნახვა
ეკონომიკა
“საქართველოს ბანკი” და MasterCard-ი ბიზნესს სიახლეებს სთავაზობს
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდასაჭერად სიახლეების შეთავაზებას აგრძელებს. ამჯერად ბანკი ბიზნესებს MasterCard-თან ერთად ციფრულ ბიზნესბარათზე cashback-ს სთავაზობს. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ სამი თვის განმავლობაში ციფრული ბიზნესბარათით განხორციელებულ გადახდებზე ბიზნესი გადახდილი თანხის 10%-ს ქეშბექის სახით, ციფრულ ბარათზევე დაიბრუნებს. დაანგარიშება მოხდება თვის ბოლოს. ანაზღაურება კი განხორციელდება 5 სამუშაო დღის განმავლობაში. შეთავაზება დღეიდან დაიწყო და ის 31 აგვისტოს დასრულდება. სამი თვის განმავლობაში ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, cashback-ს სახით დაბრუნებული თანხა ისევ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს. „ციფრულ ბიზნესბარათის მეშვეობით კიდევ უფრო მარტივი ხდება ოპერაციების განხორციელება. ბარათის შეკვეთა და გააქტიურება კი ბიზნეს ინტერნეტბანკის საშუალებით, მომენტალურადაა შესაძლებელი. აღნიშნული ბარათით, მომხმარებელი როგორც ბანკომატებით, ისე სავაჭრო ობიექტებში არსებული POS ტერმინალებით ისარგებლებს. გარდა ამისა, მისი გამოყენებით შესაძლებელია ონლაინ ანგარიშსწორებაც. ციფრული ბიზნეს ბარათის Apple Pay-სა და TSKAPP აპლიკაციებში დამატებით კი ისეთ ოპერაციებს განახორციელებთ, როგორიცაა: თანხის განაღდება, ჩარიცხვა/გადარიცხვა, შეტანა და კონვერტაცია უკეთესი კურსით. აღსანიშნავია, რომ ბანკის გადაწყვეტილებით, 31 აგვისტოს ჩათვლით ციფრული ბარათის აღება სრულიად უფასოა ისევე, როგორც მისი მოხმარება ბარათის ვადის გასვლამდე. ციფრული ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ბიზნეს ინტერნეტბანკში“, - აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მათთვის ახალი შეთავაზებების გაკეთებას. ცოტა ხნის წინ ჩვენ მომხმარებელს მეტი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის ციფრული ბიზნესბარათი შევთავაზეთ. ამჯერად კი ბიზნესს ვაძლევთ შესაძლებლობას, ისარგებლოს Cashback- ით და გამოთავისუფლებული თანხა კვლავ საკუთარ ბიზნესს მოახმაროს. ციფრულ ბიზნესბარათს ბევრი უპირატესობა აქვა, ბარათი დაზღვეულია დაკარგვისგან, რადგან ის ტელეფონშია, ეს კი საგრძნობლად ზრდის მის დაცულობას. მისი მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს ყველაზე საჭირო საგადახდო ოპერაციების შესრულებას, ონლაინ ანგარიშსწორებას. ბიზნეს ინტერნეტბანკის დახმარებით, მის გასააქტიურებლად სულ რამდენიმე წამია საჭირო. 31 აგვისტოს ჩათვლით კი ბარათის დამზადება, ასევე ვადის ამოწურვამდე მისი გამოყენებაც, სრულიად უფასოდაა შესაძლებელი. ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებლისთვის ინოვაციური პროდუქტების დანერგვას, რათა გაუმჯობესებული პროცესებით თუ სერვისებით, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მომხმარებლებს“, - განაცხადა გიორგი არველაძემ, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)