|
2021-06-01 13:46:00, 756 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა საქართველოს ICT ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს ICT ახლადშექმნილი ასოციაციის წევრებს შეხვდა და მათთან ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის განვითარებაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი ძალიან სწრაფად ვითარდება, რასაც ხელი შეუწყო ქვეყნის მთავრობის მიერ მიღებულმა მთელმა რიგმა გადაწყვეტილებებმა. ერთ-ერთ ასეთი მაგალითად, ნათია თურნავამ მოიყვანა სპეციალური საგადასახადო რეჟიმი, რომელიც გავრცელდა სექტორის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც „საერთაშორისო კომპანიის" სტატუსს აკმაყოფილებენ. მინისტრის განცხადებით, ასეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ICT სექტორში მუშაობენ და მომსახურებას ექსპორტზე აწვდიან, არსებობს დაბალი გადასახადები. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ICT ინდუსტრია დგას, ასევე განვითარების პერსპექტივებზე, განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში, როდესაც სექტორის სერვისებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გააქტიურდა. „ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ICT ერთ-ერთი ის დარგია, რომელიც სხვა მწარმოებლურ სექტორებთან ერთად გახდება ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი ჩვენი ქვეყნიდან," - აღნიშნა ნათია თურნავამ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, რომელიც ხელს შეუწყობს ICT სექტორის განვითარებას. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.
„როსსელხოზნადზორი“ საქართველოში ხილ-ბოსტნეულის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა
კანონპროექტის თანახმად, კაზინოები საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისას საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ
ლილოს ბაზრობა "ოცნების" მთავარი დამფინანსებელია - მფლობელებმა პარტიას 3,5 მლნ. აჩუქეს - TI
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)