|
2021-06-01 13:30:48, 826 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“ - ნულოვანია მათი პარლამენტში შემოსვლის ფასი, თუ ამ დოკუმენტს არ შემოუერთდებიან
„ნულოვანია მათი პარლამენტში შემოსვლის ფასი, თუ ამ დოკუმენტს არ შემოუერთდებიან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლაზე საუბრისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიშელის დოკუმენტი იყო ერთადერთი „გამართლება“, პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით. „ერთადერთი „გამართლება“, რაც მათ საქციელს შეიძლება ჰქონოდა შემოსვლასთან დაკავშირებით, იყო მიშელის დოკუმენტი. ნულოვანია მათი პარლამენტში შემოსვლის ფასი, თუ ამ დოკუმენტს არ შემოუერთდებიან. ვერაფერში ვერ ჩაერთვებიან, თუ არ იქნებიან ამ შეთანხმების მონაწილეები და ხელის მომწერები. ვფიქრობ, რომ მათ როგორც გირაოზე მოუწიათ დათანხმება და პარლამენტში მოუწიათ შემოსვლა, ასევე მოუწევთ ხელმოწერა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)