03:59 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-29 11:38:47, 1145 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის ხელისუფლება ცხრა ბელარუსულ სახელმწიფო კომპანიას სანქციებს ხელახლა უწესებს

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ცხრა ბელარუსული სახელმწიფო კომპანიის წინააღმდეგ სანქციებს ხელახლა აწესებს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას თეთრი სახლის პრესმდივანი, ჯენ ფსაკი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბელარუსის მიერ ევროკავშირის ორ წევრ სახელმწიფოს შორის „რაინეარის“ კომერციული რეისის მიმართულება იძულებით შეიცვალა და დააკავეს ბელარუსი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი, რასაც აშშ საერთაშორისო ნორმების პირდაპირ დარღვევად აფასებს.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლის შესახებ 2019 წლის შეთანხმებას აჩერებს.

გარდა ამისა, თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, რომ ბელარუსში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ, ხოლო აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ ამერიკულ გადამზიდავებს ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენისას უკიდურესი სიფრთხილისკენ მოუწოდა.

თეთრი სახლი მოუწოდებს ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომ დაუშვას „რაინეარის“ თვითმფრინავთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის სანდო საერთაშორისო გამოძიება, ასევე გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დაიწყოს ჭეშმარიტი დიალოგი დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics