2021-05-28 14:38:05, 1870 ნახვა
ომი უკრაინაში
28 მაისის მონაცემებით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 130 037 პირია აცრილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 28 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 130 037 პირია აცრილი.
NCDC-ის ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 21 058 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მსურველები საიტ booking.moh.gov.ge-ს უნდა ეწვიონ ან დარეკონ ნომერზე 1522.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან