06:48 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-28 13:30:47, 680 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი ელჩი ნატო-ში, ლევან დოლიძე გიორგი გახარიას გუნდს უერთდება

საქართველოს ყოფილი ელჩი ნატო-ში, ლევან დოლიძე გიორგი გახარიას გუნდს უერთდება. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლევან დოლიძემ აღნიშნა, გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის დაფუძნებით, ქვეყანაში ჩნდება შანსი, რომ პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირდეს არა რადიკალიზმზე, არამედ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე.

„ერთმნიშვნელოვნად ვადასტურებ ჩემს გადაწყვეტილებას, გვერდში დავუდგე ბატონ გიორგი გახარიას, მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის დაფუძნებით, ამ ქვეყანაში ნამდვილად ჩნდება იმის შანსი, რომ პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირდეს არა რადიკალიზმზე, აგრესიაზე, არამედ იმ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გუნდის წარმატება იქნება ძალიან სასარგებლო, როგორც ზოგადად პოლიტიკური სპექტრისთვის და გარემოსთვის, ასევე კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და სწორედ ეს არის ის ძირითადი ფაქტორები, რამაც განაპირობა ჩემს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება. ის თუ როგორი იქნება ჩემი როლი და მონაწილეობის ფორმა ამ პროცესსში, ბუნებრივია, ამას ჩვენ დრო გვიჩვენებს და უახლოეს მომავალში გაიგებთ“, - განაცხადა ლევან დოლიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics