|
2021-05-28 12:09:44, 478 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე - 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ ევროკავშირში 38%-ით მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი განახორციელა
2021 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველომ ევროკავშირში 38%-ით მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი განახორციელა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის კონფერენციაზე - European Choice of the Georgian People - Challenges and Future Perspectives სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, პანდემიით გამოწვეული გლობალური პრობლემების მიუხედავად, ევროკავშირთან 2021 წლის 4 თვეში სავაჭრო ბრუნვა 6 პროცენტით გაიზარდა და 840 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ექსპორტის ზრდამ 2.9 პროცენტი შეადგინა, ამასთან, მხოლოდ აპრილში, ევროკავშირში ექსპორტი 29 პროცენტით გაიზარდა. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა რეფორმებზე, რომელთაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ახორციელებს. მისი თქმით, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის საკანონმდებლო - ნორმატიულ ბაზასთან დაახლოების მიმართულებით საქართველომ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, კერძოდ, დაუახლოვდა DCFTA-ით (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) 2027 წლამდე გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტების ნახევარზე მეტს. ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების შედეგად ევროკავშირის ბაზარი კიდევ უფრო იხსნება ქართული პროდუქციისათვის. ბაზარი უკვე გაიხსნა ისეთი ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის, როგორიცაა თევზი და თევზპროდუქტები, დამუშავებული ტყავი, მატყლი, თაფლი, რასაც 2020 წელს ასევე დაემატა ცხოველების საკვები. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირთან აკვაკულტურის პროდუქტების და დედა ფუტკრისთვის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით. „ევროკავშირის ბაზარზე შესვლის გასამარტივებლად ვმუშაობთ იმისთვის რომ იოლად ხელმისაწვდომი გავხადოთ სხვადასხვა სერვისები ექსპორტიორი კომპანიებისთვის. საქართველოს სტანდარტად სულ მიღებულია 18,000-ზე მეტი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტი. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა აკრედიტაციის ცენტრმა გამოცდების და დაკალიბრების; პროდუქტის სერტიფიკაციის; პერსონალის სერტიფიკაციის; ინსპექტირებისა და სამედიცინო ლაბორატორიების სფეროებში. ევროპული აღიარების შედეგად ადგილობრივი ლაბორატორიები უკვე გასცემენ საერთაშორისოდ აღიარებულ შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატებს, რაც ქართულ პროდუქციას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს ხდის საერთაშორისო ბაზრებზე," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ქართული კომპანიების და პროდუქტების ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში ცნობადობის გაზრდის მიზნით, მთავრობა ორგანიზება უწევს და აფინანსებს ქართული ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებში, სავაჭრო მისიებსა და კონფერენციებში. „2020 წლის განმავლობაში, ჩვენი მხარდაჭერით და ძალისხმევით, საქართველომ ევროკავშირში ჩატარებულ 10 საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა, მათ შორის საკვების, სასმელისა და ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიებმა, მონაწილეობა მიიღეს უდიდეს და მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებში," - აღნიშნა გენადი არველაძემ. მინისტრის მოადგილემ ჩამოთვალა ის მხარდაჭერის ინსტრუმენტები, რომელთაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმატებით იყენებს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის, ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მოზიდვის და ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლისა და საქართველოში წარმოებული საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციის მიზნით. „ამ კრიზისულ პერიოდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება და არსებული ფორმატების სრულყოფილი გამოყენებით ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ტემპის აჩქარება," - განაცხადა გენადი არველაძემ
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)