2021-05-27 10:46:02, 671 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი დღეს განახლდება
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება.
სხდომა 12:00 საათზე არის ჩანიშნული.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. ამასთან, როგორც ცნობილია, სხდომაზე პროკურატურა რამდენიმე მოწმეს წარადგენს.
დღევანდელ პროცესს არ დაესწრება ბრალდებული ნიკა მელია, რადგან ის პროცესიდან მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გააძევა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ბრალი, 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში ედება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,