2021-05-26 17:51:54, 941 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ოთხი მოსამართლე წევრი აირჩია
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ მოსამართლე წევრად თემურ გოგოხია, ლევან მიქაბერიძე, ბადრი შონია და გოჩა აბუსერიძე აირჩიეს.
ისინი ივნისში საბჭოს იმ წევრებს ჩაანაცვლებენ, რომლებსაც ვადა გასდით.
ოთხივე მათგანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის თანამდებობას 4 წლის ვადით დაიკავებს.
აღსანიშნავია, რომ მოსამართლეთა არჩევის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. აქტივისტები სკანდირებდნენ „სირცხვილი“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,