06:49 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-26 13:08:00, 770 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას, ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ხალხი

თბილისის მერმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მისი თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა რთული იყო და მადლიერია ყველა იმ ადამიანის, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა.

„ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან დღეს. ყველამ კარგად ვიცით, რამდენად რთული იყო ბრძოლა დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის, შენარჩუნებისთვის, შემდეგ დაბრუნებისთვის და მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც თავი დასდო ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, მათი სულები დღეს ხარობენ, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია. მინდა, დიდი სიყვარულით მივულოცო სრულიად საქართველოს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დღეს მთავარი გამოწვევა ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციაა, რაც დროებითია და ის საქართველოს  განვითარებაზეა დამოკიდებული.

„სამწუხაროდ, დღეს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, მაგრამ ეს ყველაფერი არის დროებითი. მომდევნო წლების განმავლობაში, გონიერებით, განათლებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით უნდა შევძლოთ ამ ტერიტორიების დაბრუნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი თავისუფლების მოედანზე მიმდინარე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics