22:27 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-25 11:13:31, 1071 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო „ჯილდო ცოდნისთვის“ ონლაინ კონკურსს აცხადებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, 2021 წლის 25 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ატარებს ონლაინ კონკურსს „ჯილდო ცოდნისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში საქართველოს თავდაცვის ძალების პოპულარიზაციას და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

პროექტის ფარგლებში, 14 წლის ასაკიდან დაინტერესებული პირებისთვის, ონლაინ ტესტირების და ვიდეოკონფერენციის გზით, გათვალისწინებულია კონკურსის ჩატარება სამხედრო ისტორიის, საქართველოს თავდაცვის ძალების, საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხებში. კონკურსის მონაწილეებს, საკონკურსო 155 საკითხის წინასწარ გაცნობა და შესრულება შესაბამისი ვებგვერდის საშუალებით - testebi.mod.gov.ge შეეძლებათ. კონკურსის დროს, 155-იდან 60 საკითხს, აპლიკაცია შემთხვევითობის პრინციპით შეარჩევს. კონკურსის 10 საუკეთესო მონაწილის გამოვლენა, პირველ ეტაპზე, მოხდება ონლაინ ტესტირების დროს საკითხებზე გაცემული სწორი პასუხების რაოდენობის და მათ შესრულებაში დახარჯული დროის მიხედვით, ხოლო მეორე ეტაპზე, ვიდეოკონფერენციის დროს, დარჩენილი 95 საკითხიდან შერჩეულ სამ კითხვაზე გაცემული სწორი პასუხის საფუძველზე. საუკეთესო კონკურსანტების დასაჯილდოებლად შემდეგი ჯილდოებია გათვალისწინებული: I ადგილი - ნოუთბუქი, „დელტას“ სასაჩუქრე დანა, საწვიმარი ლაბადა, სამხედრო ზურგჩანთა, მათარა და სამხედრო თემატიკის წიგნები. II ადგილი - პლანშეტი, „დელტას“ სასაჩუქრე დანა, საწვიმარი ლაბადა, სამხედრო ზურგჩანთა, მათარა და სამხედრო თემატიკის წიგნები. III ადგილი - „დელტას“ სასაჩუქრე დანა, საწვიმარი ლაბადა, სამხედრო ზურგჩანთა, მათარა, სამხედრო თემატიკის წიგნები და ასევე, კომპანია Time-სგან დაწესებული Casio G-Shock-ის საათი. IV-X ადგილები - სამხედრო ზურგჩანთა, მათარა და სამხედრო თემატიკის წიგნები. კონკურსის ათივე საუკეთესო მონაწილეს, გამომცემლობა „არტანუჯისგან“, ასევე გადაეცემა ისტორიული თემატიკის წიგნები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics