|
2021-05-21 23:04:01, 822 ნახვა
რეგიონი
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის ექიმ-გინეკოლოგს მადლობის სიგელი გადასცა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ღვაწლმოსილ ექიმ-გინეკოლოგს, ციალა სიხარულიძეს მადლობის სიგელი გადასცა. ციალა სიხარულიძე აჭარის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 45 წლის განმავლობაში საქმიანობდა. ის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმითა და გულისხმიერებით. „მინდა მადლობა გადაგიხადოთ გაწეული საქმიანობისათვის, თითოეული ექიმი და სამედიცინო მუშაკი ფასდაუდებელია ჩვენთვის“, - განაცხადა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. ციალა სიხარულიძის აქტიური პროფესიული საქმიანობის დარულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართა. შეხვედრას მინისტრის მოადგილეები, მარი ზანაქიძე და ზურაბ თენიეშვილი, ასევე კლინიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და კოლეგები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)