|
2021-05-21 20:00:08, 929 ნახვა
კომენტარი
შალვა პაპუაშვილი „ენმ“-ზე : აქვთ ორი გზა, ან აღიარონ დამარცხება, შემოვიდნენ პარლამენტში, ან დარჩნენ ქუჩაში და ბოლომდე მარგინალიზდნენ
„აქვთ ორი გზა, ან აღიარონ დამარცხება, შემოვიდნენ პარლამენტში, ან დარჩნენ ქუჩაში და ბოლომდე მარგინალიზდნენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა შავლა პაპუაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი არის არასერიოზული. „საერთო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი არის არასერიოზული. მათ ააყირავეს მოლაპარაკებათა მაგიდა, არ მოაწერეს ხელი შარლ მიშელის შეთანხმებას, პატივი არც კი სცეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, როცა ის ჩამოსული იყო და არც კი მოვიდნენ მასთან შეხვედრაზე. ამიტომ დღეს მნიშვნელობა არ აქვს მათ პოზიციას, მათ თავი დაიმკვიდრეს სამწუხაროდ, როგორც რადიკალურმა პარტიამ, რომლის დღის წესრიგიც არის მხოლოდ რადიკალური, მღელვარებაზე აწყობილი. მათ აქვთ ორი გზა, ან აღიარონ დამარცხება, შემოვიდნენ პარლამენტში, მათ შორის თუ უნდათ, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო რეფორმის პროცესში, ან დარჩნენ ქუჩაში და ბოლომდე მარგინალიზდნენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)