07:34 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-21 11:28:25, 796 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო აშშ-სგან 67 მილიონ დოლარამდე გრანტს მიიღებს, 300 მილიონამე გაზრდის პერსპექტივით

საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდა საგრანტო შეთანხმება, რომლითაც საქართველო მიიღებს 67 მილიონ აშშ დოლარამდე გრანტს, 330 მილიონამდე გაზრდის პერსპექტივით.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეთანხმებაზე ხელმოწერამდე განაცხადა, აღნიშნული მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობას.

„დღეს, ჩვენ ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან საგრანტო შეთანხმებას, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის" შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების  შექმნას, ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას. იგი მოიცავს არაერთ სტრატეგიულ მიმართულებას - კონფლიქტების მოგვარებას, სოფლის მეურნეობის და კერძო სექტორის განვითარებას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ მმართველობას, სამოქალაქო საზოგადოებას, საბაზისო განათლებას, ასევე სოციალურ სერვისებს და  გარემოს დაცვას. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ჩვი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და მდგრად განვითარებას, ასევე თავისუფალი ბაზრის და ზოგადად, დასავლური ორიენტაციის გაძლიერებას ემსახურება.

USAID პირველ ეტაპზე დაახლოებით 67 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს და ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება  330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდა.

ჩვენი ქვეყნისადმი USAID-ის დახმარება შეადგენს  1.8 მილიარდ აშშ დოლარს. უკვე განხორციელდა დაახლოებით 335 პროგრამა. სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, განათლების და ჯანდაცვის მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ ს ყველაფერი, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შემქნას და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სწრაფ აღდგენას. მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობისა და ხალის სალით, მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, ქალბატონ ელჩს, ასეთი მნიშნელოვანი დახმარებისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის"  ხელი მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა. შეთანხმების შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მლნ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.

საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, დაგეგმილია პროექტების განხორციელება შემდეგი  მიმართულებებით - კონფლიქტების მოწესრიგება და სტაბილიზაცია, ადამიანის უფლებები, სოფლის მეურნეობა, კერძო სექტორის პროდუქტიულობა, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული მმართველობა, სამოქალაქო საზოგადოება, საბაზისო განათლება, სოციალური სერვისები, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა.

შეთანხმებას ხელი ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილმა და USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა მოაწერეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics